ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს ეპიზოდის განხილვას სასამართლო პროცესებზე აღარ დაესწრება

ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს ეპიზოდის განხილვას სასამართლო პროცესებზე აღარ დაესწრება

ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს ეპიზოდის განხილვას სასამართლო პროცესებზე აღარ დაესწრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბაჩო ახალაიამ უარი განაცხადა ადვოკატების - დავით დეკანოიძისა და მალხაზ ველიჯანაშვილის მომსახურებაზე, რის გამოც, სახელმწიფოს მიერ დანიშნული სახაზინო ადვოკატების მომსახურებით ისარგებლებს. ნადარეიშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველიძის მიკერძოებულობიდან გამომდინარე მიიღო.

"მოსამართლე არის ძალიან ტენდენციური, დიდი ხანია ძალიან მიკერძოებულად იქცეოდა. არ აცლის ჩვენს ადვოკატებს მოწმეების დაკითხვას. პროკურორებს უკმაყოფილებს ყველა შუამდგომლობას. ჩვენ არც ერთ შუამდგომლობას არ გვიკმაყოფილებს", - აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე, ბაჩო ახალაიამ მოსამართლეს განუცხადა, რომ იგი არა თანამედროვე მოსამართლეს, არამედ, შუასაუკუნეების ინკვიზიტორს ჰგავს.

ნადარეიშვილის განმარტებით, ახალაია აღნიშნული საქმის განხილვას არ დაესწრება "იმიტომ რომ ეს ნამდვილი ცირკი არის".