შსს-მ დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1960 წელს დაბადებული დავით შ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ჰეროინი“-ს შემცველი 49,2121 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს „ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 7–დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).