შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვთა სახლების 30 აღსაზრდელს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 12 ბავშვს მიულოცა.
ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, შსს-ს აკადემიაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება მოეწყო: შსს-ს აკადემიის 16 წლამდე ასაკის საქართველოს ჩემპიონი საკალათბურთო ნაკრების წევრებმა საჩვენებელი თამაში გამართეს შოუს ელემენტებით (თამაშში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა ბავშვებმაც);
შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში ბავშვებს სროლის საშუალება მიეცათ;
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინსტრუქტორებმა ბავშვებს შეასწავლეს საგზაო მოძრაობის წესები თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით (ამისათვის გამოყოფილი იყო 3 საგამოცდო ავტომობილი);
წარმოდგენილი იყო 2 ახალი საპატრულო მანქანა და 1 მოტოციკლი, რომლებიც მოწვეულმა ბავშვებმა დაათვალიერეს;
ღონისძიების დასასრულს გაიმართა სადილი და დაიჭრა სადღესასწაულო ტორტი, რის შემდეგაც ბავშვებმა სამახსოვრო საჩუქრები და შსს–ს აკადემიის ლოგოტიპიანი სუვენირები მიიღეს.
ღონისძიებას შსს-ს წარმომადგენლები და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი დაესწრნენ.
შსს-ს აკადემიაში გამართული ღონისძიების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საკვები პროდუქტებით დაეხმარა.