კათოლიკოს-პატრიარქმა ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართა

კათოლიკოს-პატრიარქმა ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილობით მიმართა.

მიმართვის ტექსტს საპატრიარქო ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მით უმეტეს, იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის.

ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.