სოფელ დიცში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითრების გასაცნობად, ცოტა ხნის წინ, არასამთავრობიო ორგანიზაცია "დროას" წევრები ჩავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, "დროას" წევრები ხელისუფლებას აკრიკიტეკებენ და აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ.
"ოკიპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებში ვითარება კრიტიკულია. ხელისუფლების წარმომადგენლები კარგად უნდა აკონტროლებდნენ რა ტიპის განცხადებებს აკეთებენ. ვფიქრობთ, მთავრობას მეტი აქტიურობა მართებს", - განაცხადეს სოფელ დიცში ჩასულმა ახალგაზრდებმა. თუმცა, მათ ამგვარ განცხადებებს ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
დიცელები ფიქრობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ სხვადასხვა ორგანიზაციების ჩასვლა და ამგვარი განცხადებების გაკეთება ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. დიცელების თქმითვე, დღეს შექმნილი მდგომარეობა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას დაშვებული შეცდომების შედეგია.
ამ წუთებში, სოფელ დიცში პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარეს, კახა კუკავას ელოდებიან.
დღესვე დიცში ჩასვლას გეგმავს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავჯდომარე კახა კოჟორიძე.