არგენტინის ექს-პრეზიდენტს, კარლოს მენემას ხორვატიასა და ეკვადორში იარაღის კონტრაბანდისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, პროკურორმა 82 წლის მენემასათვის, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი არგენტინული პროვინციის სენატორია, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, მისთვის 16 წლის განმავლობაში პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვაც მოითხოვა.
არგენტინის კანონმდებლობით, სასამართლოს ქვეყნის ექს-პრეზიდენტისთვის 4-დან 12 წლამდე პატიმრობის შეფარდება შეუძლია. განაჩენი უზენაესმა სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს, შემდეგ კი სენატმა უნდა განიხილოს მისთვის ხელშეუხებლობის მოხსნის საკითხი. თუ ასე მოხდა, კარლოს მენემი ასაკიდან გამომდინარე, სასჯელს შიდაპტიმრობაში მოიხდის.
კარლოს მენემა ყველა წაყენებულ ბრალდებას უარყოფს