ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აღიარებს, რომ პირველი კვარტლის შედეგები "სახარბიელო არ იყო", თუმცა ირწმუნება, რომ მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლები "უკეთესი იქნება". "როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროგნოზის შემცირებაზე საუბრობდა, ჩვენ ყველანი მაშინ ვეყრდნობოდით პირველი კვარტლის შედეგებს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, მართლაც არ იყო სახარბიელო, მაგრამ აპრილი იყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე წინა თვეები – 4,1 %-იანი ზრდა დაფიქსირდა და ეროვნული ბანკი, რომელსაც უფრო მეტი ოპერატიული ინფორმაცია აქვს გვეუბნება, რომ მაისი კიდევ უფრო კარგია. ჩვენც იმედი გაქვს, რომ საქართველოს გაცილებით უკეთესი მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლები ელოდება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია 15 ივნისს ეცოდინებათ, როცა დამატებითი ღირებულების გადამხდელ კომპანიებს დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის ვადა ეწურებათ.