1 ივნისის ღამეს დედამიწას ასტეროიდმა 1998 QE2-მა ჩაუარა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ასტეროიდი, ჩვენს პლანეტას თბილისის დროით დაახლოებით 00:59 საათზე მიუახლოვდა და 5,8 მილიონი კილომეტრის მანძილით ჩაუარა. "ნასას" სპეციალისტების განცხადებით, ასტეროიდის დედამიწთან ამ მანძილით მიახლოება "დედამიწის მცხოვრებლებისთვის სრულიად უსაფრთხო იყო". თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უფრო ახლოს მიუახლოვდებოდა, შესაძლოა, ზიანი მიყენებინა ჩვენი პლანეტისთვის.
მეცნიერების განცხადებით, ასტეროიდი 1998 QE2 დედამიწის სიახლოვეს 2028 წლის 12 ივლისს გამოჩნდება. ის დედამიწას 73 მილიონი კილომეტრის მანძილით ჩაუვლის.