"გაოცებული ვარ, რომ 40 კაცის მიერ შექმნილი "საფრთხის" დასაძლევად 20 000 ადამიანი გამოვიდა და ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული"

სალომე ზურაბიშვილი გაოცებულია, რომ 17 მაისს 40 კაცის მიერ შექმნილი "საფრთხის" დასაძლევად 20 ათასი კაცი გამოვიდა და ტერიტორიების დასაცავად რამდენიმე ათეული.

ამის შესახებ ზურაბიშვილი ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"სახელმწიფო არის საზღვარი, რომელიც იცავს ტერიტორიას, ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს, კულტურას, ენას და მის ღირებულებებსა ფასეულობებს. საერთოდ არ ვარ საელჩოებთან გამოსვლების დიდი მომხრე, მაგრამ მაინც ვერ ვმალავ გაოცებას, რომ 17 მაისს 40 კაცის მიერ შექმნილი "საფრთხის" დასაძლევად 20 000 ადამიანი გამოვიდა და ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული? კი მეტყვიან, რომ იქ სულიერებას ვიცავდითო. გასაგებია, მაგრამ აქაც ნუთუ ვერ ვხდებით, რომ ჩვენი სულიერი ძალის და ხნეობის ტესტირებასთან გვაქვს საქმე, არა მაინდამაინც რუსეთიდან დაგეგმილი არამედ განგებიდან. არ მაინტერესებს ეს გადაგმული ნაბიჯი როგორ არის გააზრებული რუსეთის მიერ: როგორც ბოლო ჟესტი სააკაშვილის მისამართით (ანუ იმის საჩვენებლად, რომ ის უფრო პატრიოტული იყო - რასაც თავისთავზე იჩემებს რეალობის საწინაღდეგოდ, რადგანც სიტყვიერად მკაცრად რეაგირებდა) თუ პირველი ტესტი ახალი ხელისუფლებისა. მე ის მადარდებს, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე, სადაც ვრცელდება აქტიურად შეგნებული და სააკაშვილის მიერ დაწყებული ევროპის ლანძღვა-გინება, რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ არის განსაზღრული. არჩევანი გვესახება, როგორც ჯერჯერობით უმოქმედობის (დიპლომატიური გზა, რომ უალტერნატივოა ეს გასაგებია, მაგრამ დიპლომატია ხომ მხოლოდ ინსტრუმენტია ანუ საშუალება. მთავარი კი ის არის თუ რა მიზანს, პოლიტიკას, სტრატეგიას ემსახურება და ეს ჯერ ზოგადი ტერმინებით, "დაბალანსებით" შემოიფარგლება) და აშკარად არ ვიტყოდი პრორუსული (ამას არავის დავაბრალებ მიშას გარდა) დათმობის მომხრე მესამე ძალა - რუსეთთან უპირობო მორიგების, რუსეთში ვიზიტების, შენიღბული ფსევდო ნაციონალიზმით. რომლის კონკურენცია შეიძლება, კიდევაც აწყობდეს ხელისუფლებას, როგორც ნაცმოძრაობას. ამათთან შედარებით ადვილია პროგრესიულად და დასავლურად გამოჩენა", - წერს ზურაბიშვილი.