გრიგორი კარასინი:  ყველაფერი, რასაც რუსი მესაზღვრები აკეთებენ, ხელისუფლების დავალებით ხდება

გრიგორი კარასინი: ყველაფერი, რასაც რუსი მესაზღვრები აკეთებენ, ხელისუფლების დავალებით ხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან , რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას რუსი მესაზღვრეების ქმედებებს არ განიხილავენ. ამის შესახებ კარასინმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრებისას არ ეხებიან არანაირ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

მისივე თქმით, შეხვედრებზე რუსეთსა და საქართველოს შორის განიხილება მხოლოდ ისეთი საკითხები, რომლებითაც შესაძლებელია რეალური საკითხების განვითარებისთვის რაღაც საშუალებების გამონახვა.

"ყველაფერი, რასაც რუსი მესაზღვრები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აკეთებენ, ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირი დავალებით ხდება, რადგან ისინი იქ იმყოფებიან ორმხრივი სახელმწიფო შეთანხმების საფუძველზე",-განაცხადა კარასინმა.