"დღეს პროკურატურაში ადამიანები რწმენით და კანონის შეგნებით მუშაობენ"

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, დღეს პროკურატურაში ადამიანები რწმენით და კანონის შეგნებით მუშაობენ.

ამის შესახებ კბილაშვილმა პროკურორის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

"მოხდა ის სასწაული, როდესაც დამარცხდა სისტემური კორუფცია. დღეს პროკურატურაში ადამიანები მუშაობენ რწმენით, კანონის შეგნებით და ყოველგავარი მანკიერი, რასაც კორუფცია მოიცავს, სრულიად აღმოფხვრიალია. ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ასე გავაგრძელოთ", - განაცხადა კბილაშვილმა.

ღონისძიების ბოლოს 30-მდე პროკურორს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.