ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. 

როგორც ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა დღევანდელ პროცესზე მერაბიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმრობის შეფარდების საფუძველი მეორედ არ არსებობს, რადგან ვანო მერაბიშვილი უკვე ისედაც პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესზე დასასწრებად საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ვანო მერაბიშვილის მეგობრები შეიკრიბნენ. 

პროცესს ესწრებიან მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და გიგი უგულავა და მისი მეუღლე ლელა კილაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი.