ნიკოლოზ ვაშაკიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეიკავოს

ნიკოლოზ ვაშაკიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეიკავოს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს საგარეო პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეიკავოს. როგორც ვაშაკიძემ 

"პრესკლუბი მე-17 სართულზე" ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ყოველი პრესკონფერენცია ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური ზარალით მთავრდება, რაც სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანოა.

"ვურჩევდი პრესკონფერენციები შეამციროს ან საგარეო მიმართულებით საუბრისგან მაინც შეიკავოს თავი", – განაცხადა ვაშაკიძემ.

მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეს განცხადება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მიმდინარეობისა და ოკუპანტი ძალის მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტის შეფასებისას გააკეთა.

როგორც ვაშაკიძე აცხადებს, საზღვრის გადმოწევის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება არ სურს და ამ პრობლემის ორმხრივ მოგვარებას პერსპექტივა არ აქვს. მისივე თქმით, კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა მრავალმხრივი მიდგომა და მთელი ძალისხმევის საერთაშორისო თანამეგობრობისკენ მიმართვაა.

"შეცდომები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამჟამად უშვებს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხშრად პროგნოზები დეტალურად მიმართლდება, თუმცა სამწუხაროდ, ეს გამჭრიახობა, არ მახარებს. Gგამოუცდელ და საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს ხშირად აქვთ დიდი ამბიციები და ჰგონიათ, რომ ოქროს გასაღები ჯიბეში უდევთ, თუმცა ყველა ჯერზე საბოლოო შედეგი გვიანი გამოფხიზლება და შეცდომებია, რაც ქვეყანას ძვირად უჯდება", - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.