რიჩარდ ნორლანდი:  აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს

რიჩარდ ნორლანდი: აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ცხადად გამოხატა იმედგაცრუება, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა , განავითაროს რუსეთთან ურთიერთობები, გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის კარგად არის ცნობილი და არ შეცვლილა.

"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენტეტის მიმართ მხარდაჭერას", - განაცხადა ნორლანდმა.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ ეს საკითხი წამოიჭრება საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის დაწყებული ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებით, დამთავრებული ჟენევის ფორმატით.