ჩემი რანგის პოლიტიკოსებს კავშირი არა ე.წ. გრუსთან, არამედ უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან აქვთ

ჩემი რანგის პოლიტიკოსებს კავშირი არა ე.წ. გრუსთან, არამედ უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან აქვთ

ჩემი რანგის პოლიტიკოსებს კავშირი არა ე.წ. გრუსთან, არამედ უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან აქვთ ხოლმე, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ "გრუსთან" მის კავშირებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს სასაცილო უწოდა.

"როცა ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე ვლაპარაკობთ და როცა "ნაციონალური მოძრაობა" გვაჩვენებს, რომ ძალიან წუხს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და პარალელურად ლაპარაკობს ქვეყნის პარლამენტის ორგზის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებლის შესაძლო კავშირებზე ე.წ. გრუსთან ძალიან სასაცილოა. როგორც მინიმუმ დილეტანტურია, იმიტომ, რომ ამ რანგის პოლიტიკოსებს გრუსთან კავშირი არ აქვთ ხოლმე, ამ რანგის პოლიტიკოსებს კავშირი აქვთ უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან და ეს კავშირები ყოველთვის იყო და იქნება ღია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მსგავსი განცხადებები არაპროფესიონალიზმისა და უსირცხვილობის მაჩვენებელიც არის.