მთავრობამ პარლამენტს მძიმე ნაცრისა და საცეცხლე წიდას იმპორტირების ინიციატივით მიმართა

მთავრობამ პარლამენტს მძიმე ნაცრისა და საცეცხლე წიდას იმპორტირების ინიციატივით მიმართა

მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის ტერიტორიაზე მძიმე ნაცრისა და საცეცხლე წიდას იმპორტის დაშვების ინიციატივით მიმართა. 

ამას "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორი ენერგეტიკის სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობაა.

"წიდებსა და ნაცრებს სხვადასხვა საწარმო ეფექტურად იყენებს მაღალი ხარისხის ცემენტის საწარმოებლად, რომელიც გამოიყენება ჰიდრო-საიჟინრო მშენებლობაში. მოქმედი კანონით ცალსახად არ არის განსაზღვრული აღნიშნული საქონლის იმპორტის შესაძლებლობა", - განმარტავს მთავრობა.

მისივე განმარტებით, მძიმე ნაცარი და საცეცხლე წიდა ბაზელის კონვენციის თანახმად, მწვანე ნუსხაშია შესული და მათ იმპორტს არაერთი სახელმწიფო ახორციელებს.