გიორგი მარგველაშვილი - თუ რას ვუკავშირებთ დიცის მოვლენებს, ამაზე მყისიერ კომენტარს არ გავაკეთებთ

გიორგი მარგველაშვილი - თუ რას ვუკავშირებთ დიცის მოვლენებს, ამაზე მყისიერ კომენტარს არ გავაკეთებთ

საქართველოს მთავრობა სოფელ დიცთან დაკავშირებულ საკითხზე მაქსიმალურს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობებშია. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განათლების მინისტრმა , ვიცე პრემიერმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობა დიპლომატიური კორპუსის რესურსებით მუშაობს.

"მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს სტაბილიზაცია. ბუნებრივია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებობებშია. ასევე, ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მაქსიმალურად და, თუ რას ვუკავშირებთ ამ მოვლენებს, ამაზე მყისიერ კომენტარს არ გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.