მიხეილ მაჭავარიანი: პრეზიდენტთან წინასაარჩევნო კამპანიის დეტალები განვიხილეთ

მიხეილ მაჭავარიანი: პრეზიდენტთან წინასაარჩევნო კამპანიის დეტალები განვიხილეთ

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში დახრული შევედრის დეტალების შესახებ კომენტარი გააკეთა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელმაც შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა. მაჭავარიანის განცხადებით, პრეზიდენტთან განიხილეს წინასაარჩევნო კამპანიის დეტალები - როგორ უნდა აწარმოონ და რა საკითხებზე იაქტიურონ.

„ნაციონალური მოძრაობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამიტომ მედიას არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მსგავსი შეხვედრები პრეზიდენტთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხშირად გაიმართოს. მეტიც, შეიძლება კვირაში 4 -5-ჯერ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ პარტიის სამომავლო გემებზე. რასაკვირველია, ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმები შეაფერხა პარტიის გენერალური მდივნის დაკავებამ. ჩვენი გაქრობა, როგორც პოლიტიკური პარტიის გაქრობა, „ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომელ ოცნებასაც რა თქმა უნდა, არ ავუხდენთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახენებთ, რომ ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობბა პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა ხვდება. შეხვედრა ნახევარ სათზე მეტია მიმდინარეობს და ამ დრომდე არ დასრულებულა.