პეტრე ცისკარიშვილი: საპრეზიდენტო კანდიდატზე პრაიმერი, შესაძლოა, აღარ ჩავატაროთ

პეტრე ცისკარიშვილი: საპრეზიდენტო კანდიდატზე პრაიმერი, შესაძლოა, აღარ ჩავატაროთ

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში მიმდინარე დახრული შევედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულ საქართველოს პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საპარლამეტნო უმცირეობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, შეხვედრაზე პარტიის სამომავლო გეგემზე ისაუბრეს და პრეზიდენტთან პრაიმერის არჩევის წესზე გაიარეს კონსულტაცია.

„ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი პარტია ვანო მერაბიშვილის დაკავებისშემდეგ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მსგავს შეხვედრებს ხშირად გავმართავთ. პარტიის გენერალურ მდივნად კვლავ მერაბიშვილი რჩება, ხოლო შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატზე პრაიმერი აღარ ჩავატაროთ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში საპარლამენტო უმცირესობასა და პრეზიდენტს შორის დახრული შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.