რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 24 წლის ადგილობრივი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 24 წლის ადგილობრივი დააკავეს

გორის რაიონში სოფელ დიცში ვითარება კიდევ უფრო გართულდა. რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი, 24 წლის როსტომ სოსიაშვილი დააკავეს.

სოსიაშვილის დაკავება სოფლის განაპირას, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პირუტყვს 2 არასრულწლოვანი, 13-14 წლის მოზარდები აძოვებდნენ. სოსიაშვილმა კი, რომელმაც შენიშნა, რომ არასრულწლოვანების მიმართულებით ბუჩქებიდან რუსი სამხედროები მალულად მიდიოდნენ, მათი გაფრთხილება სცადა. მოზარდები სოფლის მიმართულებით გაიქცნენ, სოსიაშვილს კი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ხელბორკილები დაადეს, "ვილისის" მარკის ავტომანქანაში ჩასვეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

დაკავებულის ახლობლების თქმით, სოსიაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები გატაცებული ახალგაზრდის ადგილსამყოფელის დასადგენად და გასათავისუფლებლად.