საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა ხვალ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განიხილება

საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა ხვალ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განიხილება

საოკუპაციო საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით არსებული ვითარება ხვალ, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე განიხილება . 

როგორც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, კომისიის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა გამყოფი ხაზის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება.

"ხვალ მთავარი თემა იქნება ოკუპაციის საზღვრის ირგვლივ არსებული ვითრება. სოფლებში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა სარწყავი სისტემების გამართულობასთან დაკავშირებით. მთელ რიგ სოფლებში კარგა ხანია სასმელი წყლის მომარაგების პრობლემაა, რაზეც კომისიის მიერ მოწვეული ექსპერტი ისაუბრებს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.