„მიჭირს „ნაცმოძრაობის“ წევრებთან ერთად პარლამენტში ჯდომა, მომხრე ვარ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების“

„მიჭირს „ნაცმოძრაობის“ წევრებთან ერთად პარლამენტში ჯდომა, მომხრე ვარ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე–სპიკერ მანან კობახიძის განცხადებით, მას „უჭირს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად პარლამენტში ჯდომა და მომხრეა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს".

მისივე თქმით, „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვერცერთ ხმას ვერ მოიპოვებენ".

„უკვე მაღალ დონეებზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ლაპარაკობენ და თქვენ წარმოიდგინეთ, არ დავმალავ და რაღაც მომენტში მეც ვიქნებოდი ამის მომხრე. დღეს რომ პარლამენტი დაიშალოს, ცხადია, ხვალ და ზეგ "ნაციონალური მოძრაობა" ვერც ერთ ხმას ვერ მოიპოვებს, არანაირი შანსი მათ პარლამენტში მოხვედრისა არ აქვთ, ეს ძალა ისევე გაქრება, როგორც თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირი" გაქრა. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მიჭირს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ჯდომა, რომლებსაც რატომღაც ოპოზიციას უწოდებენ. არადა, ეს არ არის ოპოზიცია. ვიმეორებ, მე 4 წელი ძალიან გამიჭირდება ამ ხალხთან მუშაობა,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.