გიორგი კანდელაკი:   ბიძინა ივანიშვილს ხელს არავინ ართმევს

გიორგი კანდელაკი: ბიძინა ივანიშვილს ხელს არავინ ართმევს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილს ხელს არავინ ართმევს". მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკასა და რეპრესიების მასშტაბს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. 

როგორც კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესირებული პოლიტიკის წარმოებით ეკონომიკური კრახის გადაფარვა სურს.

"ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ პოლიტიკას ინვესტორები უკვე დასცინიან და თქვენ იცით, რომელ ინვესტორებზეც ვსაუბრობ. არავინ დღეს ქართულ ეკონომიკაში ფულს არ დებს, რადგან თქვენ არასტაბილურობის განცდა გააჩინეთ. თქვენ ამბობთ, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე არ აისახება. შვიდი თვე გავიდა და ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად არსად ყოფილა. მას ხელს არავინ ართმევს - ბნელა ბატონებო?!", - მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს გიორგი კანდელაკმა.