პარლამენტში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების დროულად დასრულებას ითხოვენ

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების დროულად დასრულებას ითხოვენ

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას ითხოვენ. 

შესაბამისი განცხადება პლენარულ სხდომაზე პროკურატურის მისამართით თავდაპირველად უმრავლესობის წევრმა, "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ გააკეთა, რაც უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ გაიზიარა.

"ჩვენც გვაინტერესებს, ამდენი თვე გავიდა და ეს თითზე დახვეული, ბინძური მეთოდებით გამოგონილი ე.წ. მკვლელობის საქმე საბოლოო ჯამში იქნებ მართლა გამოძიებულ იქნას. მეც მაინტერესებს, რა ნახეთ ამ საქმეში ისეთი, რაზეც ამდენი ხანია, საუბარია და არაფერი თქმულა. საკმარისია რვა თვე იმისთვის, რომ საქმე ხელახლა ყოფილიყო გამოძიებული და საზოგადოებას გაეგო რაიმე ნიშანი, როცა სხვა ადამიანებზე ბრალდების წარდგენას წინასწარ ახდენთ, საჯაროდ. მეც მხარს გიჭერთ, დროულად გავიგოთ, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.