გოკა გაბაშვილი:  ოპოზიციას ვერც შეასუსტებთ და ვერც გაანადგურებთ

გოკა გაბაშვილი: ოპოზიციას ვერც შეასუსტებთ და ვერც გაანადგურებთ

საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს აფრთხილებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება გამოიწვევს პრობლემებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებები ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების თემით დაიწყო. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "ყველას კარგად ესმის, რომ ადგილი აქვს პირად ვენდეტას, შურისძიებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან".

"ივანიშვილის გადაწყვეტილება, დაეპატიმრებინა თავისი უშუალო პოლიტიკური ოპონენტი, საქართველოში ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ აფასებს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პერსონას და მე მესმის, რომ ამ დარბაზში სრულიად კარდინალურად განსხვავებული შეფასებები არსებობს მასთან დაკავშირებით, ალბათ ყველა ხვდებით, რომ მთავარი პოლიტიკური ოპოზიცირი პარტიის გენერალური მდივნის, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის და საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატის დაპატიმრება, მაშინ როცა ამის საფუძველი არ არსებობდა, არის ოპოზიციის ამ მეთიდებით დასუსტების და განადგურების მცდელობა. მინდა გითხრათ, რომ ეს მცდელობები არის ამაო და ოპოზიციის გაქრობა და შესუსტება არ გამოვა", - მიმართა უმრავლესობას გოკა გაბაშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დაპატიმრებები იმ ადამიანებს ეხება, რომელთა სახელებიც უკავშირდება გარღვევს კორუფციასთან, უშუქობასთან, უგზობაასთან, მორღვეულ ინფრასტუქტურასთან და ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლის საქმეში".

"რამდენი მერაბიშვილიც არ უნდა დაიჭიროთ, რამდენი ხეთაგურიც, გვარამიაც არ უნდა დაკითხოთ, რომლებიც თავის მოვალეობას პირნათლათ ასრულებდნენ, ოპოზიციას ვერც შეასუსტებთ და ვერც გაანადგურებთ - დადგება დრო, როცა ამის გამო დამარცხდებით!~ - მიმართა გაბაშვილმა უმრავლესობის წევრებს.