"ევროპასა და ამერიკაში ქვეყნის პირველი, მეორე და მესამე პირის დაკითხვა თითქმის ყოველდღიურობაა"

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპასა და ამერიკაში ქვეყნის პირველი, მეორე და მესამე პირის დაკითხვა თითქმის ყოველდღიურობაა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადაცემა "მთავარი კითხვაში" ჟურნალისტის კითხვაზე "რამდენად გასაგებია, ევროპისთვის და ამერიკისთვის, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მაშინ როდესაც საქმე ეხება, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაკავებას?", - საპასუხოდ განაცხადა.

"ეს საკითხები კარგადაა ასახსნელი, ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. ამ კუთხით უფრო გვიჭირს, რადგან კონტაქტების ნაკლებობაა. თუ გადავხედავთ რა ხდება ევროპაში და ამერიკაში, მაშინ გასასაგები იქნება, თუ რატომ შეიძლება, ქვეყნის პირველი, მეორე, მესამე პირები დაკითხონ, ეს ყველაფერი თითქმის ყოველდღიურად ხდება, ყველა ქვეყანაში, აქ გაუგებარი არაფერია. ჩვენ გვაქვს საქმე ისეთი რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქამდე პიარით ძალიან სარგებლობდნენ და ჰქონდათ ძალიან ბევრი კონტაქტი, ქვეყნის გარეთ გადიოდა, მხოლოდ მათი "სიმართლე". ამის შემდეგ, ახალ ხელისუფლებას არ დაუწყია რეალურად საკუთარი თავის და სიმართლის წარმოჩენა, უხერხულობა, მხოლოდ შეიძლება, ამ კუთხით იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.