თამაზ თამაზაშვილი:   ყველაზე საშიში კაცი დავით ბაქრაძეა, იმიტომ რომ ხბოს თვალებით იყურება

თამაზ თამაზაშვილი: ყველაზე საშიში კაცი დავით ბაქრაძეა, იმიტომ რომ ხბოს თვალებით იყურება

კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის აზრით, ყველაზე საშიში კაცი დავით ბაქრაძეა. ამის შესახებ თამაზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , სადაც მან დავით ბაქრაძის გამონათქვამი გაიხსენა, რომლის თანახმადაც, თამაზ თამაზაშვილი არასახსენებელია. 

"დავით ბაქრაძე იძახდა ხოლმე ეს არასახსენებელი თამაზაშვილიო. მე ვარ არასახსენებელი, თუ ეგენი არიან, საოცრებაა. ყველაზე საშიში კაცია დავით ბაქრაძე, იმიტომ რომ ხბოს თვალებით იყურება და ამ დროს მენტალიტეტში რა აქვს, კაცმა არ იცის", - აღნიშნა თამაზაშვილმა.

ამასთან, მან პრეზიდენტიც სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, პრეზიდენტი გამოდიოდა ყოველდღე და მას კრიმინალად მოიხსენიებდა.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთ გამოსვლაში პრეზიდენტმა პანკისის სპეცოპერაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის შეხვედრა გაიმართა. თუმცა, როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ეს ტყუილია, რადგან ის პრეზიდენტს საერთოდ არ შეხვედრია და მას პრეზიდენტი მხოლოდ ტელევიზორში უნახავს.

თამაზაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ცილისმწამებლური კამპანია უკვე აღარ გაუვა.

"ღმერთის წყალობით, ქართველ ხალხში ყოფილა შინაგანი ინტელექტი, რომ ეს ყველაფერი დაინახეს და არც ჩემმა კლიპებმა გაჭრა", - დასძინა თამაზ თამაზაშვილმა.