ბიძინა ივანიშვილი ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.

ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩზე მიიწვია. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე სამომავლო გეგმებს.