ქუთაისს დღეიდან ახალი მერი ეყოლება

ქუთაისს დღეიდან ახალი მერი ეყოლება

ქუთაისის საკრებულო დღეს ქალაქის ახალ მერს დაამტკიცებს. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, უკვე ცნობილია კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულია დიმიტრი კოპალიანი.

დიმიტრი კოპალიანს ბოლო 20 წელიწადია, საქართველოში არ უცხოვრია და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ქუთაისის მერობაზე 71 ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას. 7-კაციანი კომისია კანდიდატების შესარჩევად ერთი თვე მუშაობდა.

ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური აპრილში, მას შემდეგ გახდა, როდესაც ადგილობრივმა საკრებულომ ქალაქის მერს, ბესიკ ბრეგაძეს უნდობლობა გამოუცხადა.