საკრებულოს უმცირესობაში

საკრებულოს უმცირესობაში "ნაცმოძრაობიდან" კიდევ ორი დეპუტატის გადასვლას ელოდებიან

დედაქალაქის საკრებულოს უმცირესობაში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ ორი დეპუტატის გადასვლას ელოდებიან. 

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, უკვე დიდი ხანია, უმრავლესობასა და საკრებულოს ოპოზიციურ წრეებში "ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ ორი დეპუტატის წამოსვლის შესაძლებლობაზე საუბრობენ.

"საუბარია, რომ ორი ადამიანი კიდევ აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

იმ შემთხვევაში, თუ ორმა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში, 24 დეპუტატის ნაცვლად, 22 ეყოლება, უმცირესობას კი 22-ის ნაცვალდ 24 დეპუტატი, შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში უმრავლესობას დაკარგავს.