სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაწილი შესაძლოა, სამართალდამცველმა ორგანოებმა შეისწავლონ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაწილი შესაძლოა, სამართალდამცველმა ორგანოებმა შეისწავლონ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაწილი შესაძლოა, სამართალდამცველმა ორგანოებმა შეისწავლონ.

ამის შესახებ "პირWელს" აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნოდარ ებანოიძემ განუცხადა.

"გუშინ ბიუროს სხდომაზე მე შევიტანე აუდიტის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, მაგრამ ვინაიდან სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ მოვიდნენ და ქვორუმი ვერ შედგა, იძულებული გავხდით დოკუმენტი ანგარიშის სახით დაგვერეგისტრირებინა. რაც შეეხება მასში ასახულ ინფორმაციას. მრავალი მიმართულებაა განხილული, ყველაზე სერიოზული თემაა პრემიების საკითხი. ვაკანტური თანამდებობების ხარჯზე ხდებოდა პრემიების გაცემა პრივილეგირებულ თანამშრომლებზე. ეს იყო 19 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც მუდმივად იღებდნენ სოლიდურ პრემიებს. ზოგადად დასკვნაში პრემიების თემა ვრცლად არის გაშლილი. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების დაჯარიმების საკითხს, ეს საქმე მოგელაძის სამსახურის ანგარიშზეა, თუმცა ჩვენ ისიც შევისწავლეთ. უბრალოდ ფაქტები და სტატისტიკა გვაქვს ასახული, ასევე აღნიშნულია, თუ როგორ და ვის მიერ დგებოდა სია, თუ ვინ და რომელი კომპანია უნდა დაჯარიმებულიყო", - განაცხადა ებანოიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ანგარიშის განხილვაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი თავისთავად ჩართული იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, საკითხის განხილვის პროცესში უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლაშა თორდიაც ჩაერთოს.

"დასკვნის ბოლოს მითითებული მაქვს რეკომენდაცია, რომელშიც აღვნიშნე, რომ არის აუცილებლობა, რომ ამ ანგარიშის ზოგიერთი ნაწილი სამართალდამცველებმა შეიწავლონ, მათ ჩარევას აუცილებლობად ვთვლით", - განაცხადა ებანოიძემ.