არადეკლარირებული ოქრო სადახლოზე

არადეკლარირებული ოქრო სადახლოზე

27 მაისს, სადახლოზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოსვლის ორი ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, სგპ "სადახლოს" ტერიტორიაზე სომხეთიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში სომხეთის მოქალაქე ანდრანიკ ა. შემოვიდა. მას ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ, ოქროს სამკაულები, კერძოდ: 12 ცალი ბეჭედი და 12 ცალი საყურე თვლებით, საერთო წონით135.8 გრ აღმოაჩნდა. აღნიშული საქონელი დაილუქა და ღირებულების დასადგენად ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნით, არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებამ 5367.75 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ანდრანიკ ა.-ს სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 5367.75 ლარი.

მეორე შემთხვევაც იმავე დღეს გამოვლინდა. ისევ სომხეთიდან, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის მოქალაქე ლილია ჰ. შემოვიდა, რომელსაც ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ, ოქროს სამკაულები, კერძოდ: 19 ცალი ბეჭედი და 32 ცალი საყურე თვლებით, საერთო წონით 245,8 გრ აღმოაჩნდა. საქონელი დაილუქა და გაიგზავნა ექსპერტიზაზე.| თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნით, არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებამ 13122,41 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ლილია ჰ.-ს სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 13122,41 ლარი.