ვანო მერაბიშვილი პარიზში იპარებოდა?!

ვანო მერაბიშვილი პარიზში იპარებოდა?!

დღეს ხშირად ისმება კითხვები: რატომ დააპატიმრეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 21 მაისს, “პედერასტების” ე.წ. აღლუმიდან მესამე დღეს და არა ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან? რა ბრალდებაც მას და ჭიაბერაშვილს წაუყენეს, ამის საფუძველზე ხომ ჯერ კიდევ 3 თვის წინ შეიძლებოდა ორივეს გამწესება “ვირის აბანოში”? როგორც “ქრონიკისთვის” გახდა ცნობილი,
ვანო მერაბიშვილს ჯერ კიდევ სამი დღით ადრე ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი აღებული კიევის რეისზე, ის 23 მაისს უნდა გაფრენილიყო.

“ქრონიკის” წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავისმა ფანებმა ფარულად შეატყობინეს, რომ მაისის ბოლოს დაპატიმრებას უპირებდნენ. ამ შეტყობინების შესახებ უშიშროებასა და პროკურატურაში ასევე ფარულად გაიგეს და ამიტომაც დაასწრეს.

ეს ინფორმაცია რომ სიმართლეს შეეფერება, იქიდანაც დასტურდება, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე მისი მეუღლე, თაკო სალაყაია გაფრინდა საფრანგეთში.