სასამართლომ ნოდარ ხადურის ბრძანების გაუქმებაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა

სასამართლომ ნოდარ ხადურის ბრძანების გაუქმებაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ 2013 წლის 25 იანვარს გამოცემული #30 ბრძანების გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, ამ ბრძანებით დადგენილმა ახალმა რეგულაციებმა საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენა "საქართველოს ფოსტა"გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული. სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ფინანსთა სამინისტროს მისი გაცნობიდან 14 კალენდარული დღე აქვს.

თუ ფინანსთა სამინისტრო არ მიმართავს სააპელაციო სასამართლოს, 2013 წლის იანვარში შესული რეგულაციები ავტომატურად გაბათილდება და დაზარალებულ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ ბაზარზე.