პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ეროვნული გმირისა და მინისტრების ხელფასი გათანაბრდეს

პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ეროვნული გმირისა და მინისტრების ხელფასი გათანაბრდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ეროვნული გმირის წოდების მქონე პირის ხელფასი მინისტრების ხელფასს გაუთანაბრდეს.

როგორც პრეზიდენტმა გუშინ, სამხედრო პირების დაჯილდოებისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა.

"ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირის წოდება. მინდა შემოვიტანო საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ეროვნული გმირის წოდების მქონე ადამიანს, სიცოცხლესა თუ სიცოცხლის შემდეგ, ჰქონდეს მინისტრის დონის ხელფასი. ამაზე მეტი ვის უნდა მივცეთ ხელფასი?! საქართველოში ყველაზე მეტი ხელფასი ეროვნულ გმირებს უნდა ჰქონდეთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.