მიხეილ სააკაშვილი:   გუშინ საქართველოს ქალაქებში გამოყვანილი სამხედრო ტექნიკის მთავარი შემქმნელი ციხეში ზის

მიხეილ სააკაშვილი: გუშინ საქართველოს ქალაქებში გამოყვანილი სამხედრო ტექნიკის მთავარი შემქმნელი ციხეში ზის

სამწუხაროა, რომ გუშინ, დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო აღლუმი არ ჩატარდა, თუმცა გამიხარდა, რომ საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკა გამოვიდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მოახდინა სასწაული და შექმნა ქართული სამხედრო ტექნიკა. "ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში. მაგრამ, როდესაც ეს ტექნიკა გამოვიდა გუშინ, ჩემთვის გავიფიქრე - ამ ტექნიკის მთავარი შექმნელი, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დღეს ციხეში ზის. უშუალო შემსრულებელს დატოვებული აქვს საქართველო და ტექნიკის წარმოება თითქმის ნულზეა დაყვანილი, პრაქტიკულად, გაყინულია. ჩვენ ამ თემებზეც უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა სააკაშვილმა.