ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ დიცში შემოწმებას და კონტროლს ახორციელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ დიცში შემოწმებას და კონტროლს ახორციელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ დიცში შემოწმებას და კონტროლს ახორციელებს.

ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც შიდა ქართლის სოფლებში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტებს ეხმაურება.

"სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ დიცთან არსებულ ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართების დამონტაჟების შესახებ ინფორმაციის გაცვლა მოახერხა. რადგანაც გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, პატრული ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა, რათა შემოწმდეს და გაკონტროლდეს ადგილზე მიმდინარე მოვლენები. საკითხი სავარაუდოდ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 31 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. შეხვედრა ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით განხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.