არეშიძე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სტრატეგიულად მომგებიანი სივრცის დაკავებას ცინიზმად აფასებს

არეშიძე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სტრატეგიულად მომგებიანი სივრცის დაკავებას ცინიზმად აფასებს

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სტრატეგიულად მომგებიანი სივრცის დაკავებას ცინიზმად აფასებს.

ამის შესახებ არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შიდა ქართლის სოფლებში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტების კომენტირებისას განაცხადა.

"მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ ხდება არა რუკით გადაწყვეტა და სიტუაციის მოგვარება, არამედ სტრატეგიულად მომგებიანი სივრცის დაკავება. ხელისუფლება დეკლარირებას ახდენს ახალი ურთიერთობებისა მოსკოვთან და ამ ფონზე მიმდინარეობს, ის რაც მიმდინარეობს. მე მაინც ვხედავ ამაში ერთგვარ ცინიზმს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელიც სასწრაფოდ თუ არ აღიკვეთა, ეს პროცესი დაუსრულებელი იქნება", - განაცხადა არეშიძემ.