იენსენი და სილევიჩი ხელისუფლებას მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებენ

იენსენი და სილევიჩი ხელისუფლებას მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომსხენებლები საქართველოს საკითხზე მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი ხელისუფლებას ყოფილი მაღალჩინოსნების – ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებენ. 

როგორც დამკვირვებლების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში თავიდან იქნას აცილებული არაობიექტურობის ან პოლიტიკური მოტივაციის ნებისმიერი გამოვლინება“, - ნათქვამია განცხადებაში.