"როგორც ვხედავთ, რუსულ მხარეს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება საერთოდ არ აინტერესებს"

შიდა ქართლის გუბერანტორის ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, "როგორც ვხედავთ, რუსულ მხარეს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება საერთოდ არ აინტერესებს".

ასე ეხმაურება ჩხეიძე შიდა ქართლის სოფლებში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტებს. 


"როგორც ვხედავთ, რუსულ მხარეს საერთოდ არ აინტერესებს ურთიერთობის დალაგება ქართულ მხარესთან ან უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი უფლებების კვლავ შელახვის ხარჯზე სურს, ამის გაკეთება. მავთულხლართების გაბმა, ადამიანების გატაცება, ტერიტორიების მითვისება კვლავ გრძელდება და დროა, ქართულმა მხარემ დაინახოს და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი ამის აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მძიმე რეალობას, რომელიც კონფლიქტის მოსაზღვრე სოფლებში შეიქმნება", - განაცხადა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ერთდროულად რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს და ე.წ. პირობითი საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს.