შს სამინისტრო სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს ადასტურებს

შს სამინისტრო სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს ადასტურებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია არის ის რომ, ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე.

ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველ ღონეს იყენებს, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“ – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.