უამინდობის გამო შეფერხებული ღონისძიებები სრულად ამოქმედდა

უამინდობის გამო შეფერხებული ღონისძიებები სრულად ამოქმედდა

უამინდობის გამო შეფერხებული ღონისძიებების პროგრამა თბილისში - რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის სრულად ამოქმედდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღნიშვნა საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის 26 ქალაქში დღის 12:00 საათზე დაიწყო. უამინდობის გამო შეფერხებული ღონისძიებების პროგრამა თბილისში - რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის სრულად ამოქმედდა, ვარკეთილის სკვერსა და გლდანის პარკში კი დაგეგმილი სახალხო დღესასწაული 15:30 საათზე დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს ყველა სამინისტროს, თბილისის მერიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წევრები.