საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინისა და ბელორუსის პრეზიდენტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მისალოც წერილში იანუკოვიჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღმავებაში დარწმუნებულია.
უკრაინის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელი ხალხის სახელით ულოცავს. "საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას და მეგობრობას. ეს ურთიერთობები ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება", - აცხადება იანუკოვიჩი და ქართველ კოლეგას წარმატებებს უსურვებს.
ბელორუსიის მედიის ინფორმაციით კი, საქართველოს პრეზიდენტს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული ალექსანდრე ლუკაშენკომაც მიულოცა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსი დიდად აფასებს ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს. ბელორუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება.