26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო. ადგილობრივ ტაძრებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში გადაიხადა. პარალელურად ქუთაისის ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ზარების რეკვა მიმდინარეობდა. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ მუზეუმში კი გამოფენა იმერეთის მხარის ყოფითი კულტურა გაიხსნა.
ამ წუთებში, ქუთაისის ბულვარში, ცენტრალურ ბაღში, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს. ახალგაზრდა სპორტსმენები ერთმანეთს ჭადრაკში, მკალავჭიდში, კარატეში, ფარიკაობაში, კრივსა და ტანვარჯიშში ეჯიბრებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ქუჩაა გადაკეტილი. კერძოდ, პარლამენტთან დამაკავშირებელი ქუჩები, ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან დამაკავშირებელი ქუჩები, რადგან ცენტრალურ მოედანზე შუადღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი უნდა დაიწყოს, ხოლო პარლამენტთან სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო ტექნიკის გამოფენა და ფიცის დადება დაახლოებით 12:30 დაიწყება.