"მოსკოვის საპატრიარქომ აფხაზეთის ეკლესია თავის შემადგენლობაში უნდა მიიღოს"

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, "მოსკოვის საპატრიარქომ აფხაზეთის ეკლესია თავის შემადგენლობაში უნდა მიიღოს".

ანქვაბის აზრით, "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში ამჟამად კრიზისული სიტუაციაა შექმნილი".



მისივე თქმით, "იმის გათვალისწინებით, რომ მორწმუნეების სულიერი საზრდოს გარეშე დატოვება არ შეიძლება, აფხაზური და რუსული მართლმადიდებლობის ისტორიული კავშირებიდან გამომდინარე, ეს მაღალი მისია მოსკოვის საპატრიარქომ უნდა აიღოს".

"საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასმის აუცილებლობა მომწიფდა. აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება, მალე უნდა გადაწყდეს, რათა ძირძველ მართლმადიდებელ ქვეყანაში სამოციქულო მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და ყველაზე არასასრულველი შედეგები ავიცილოთ. ეს არის აფხაზეთის ხელისუფლების მტკიცე რწმენა", - განაცხადა ანქვაბმა.