საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საზეიმო მიღებაზე მიწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა.
ღონისძიება დღეს საღამოს ბაზალეთის ტბაზე გაიმართება. მანამდე კი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს საგანგებო მიმართვით მიულოცავს.