საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისის 23:00-დან 27 მაისის 09:00-მდე თბილისში გადაიკეტება: რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩა, "ვარდების მოედანი".
ამასთან, მიმდებარე ქუჩებზე და მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრაობა შეუზღუდავი იქნება.