კიევში გეი-აღლუმის ჩატარების მოწინააღმდეგეები დააკავეს

კიევში გეი-აღლუმის ჩატარების მოწინააღმდეგეები დააკავეს

კიევში გეი-აღლუმის ჩატარების მოწინააღმდეგეები დააკავეს.

დაკავებულია დაახლოებით ათი ადამიანი, რომლებიც კიევში გეი-აღლუმის დროს მილიციის კორდონის გარღვევა ცდილობდნენ.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა, მილიციამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები კინოსტუდიის ტერიტორიაზე შეუშვა, რათა მათ გამარჯვების გამზირის თავისუფლად დატოვების საშუალება ჰქონოდათ.

თავდაპირველად გეი-აღლუმის ჩატარება უკრაინის დედაქალაქის ცენტრში იგეგმებოდა, თუმცა სასამართლომ 25 მაისს ოფიციალურის გარდა, ყველა ღონისძიების გამართვა აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ადმინისტრაციაში გეი-აღლუმის ჩატარების საწინააღმდეგო აქციის გამართვის მოთხოვნით ათეულობით განცხადება და მოქალაქეთა 500-ზე მეტი მიმართვა შევიდა.