გიორგი მარგველაშვილი - კანონი ყველასთვის ერთია

გიორგი მარგველაშვილი - კანონი ყველასთვის ერთია

სამართალდამცავებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება სამართალდამრღვევი, რადგან კანონი ყველასთვის ერთია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა განხორციელდეს კონსტიტუციის ფარგლებში, კონსტიტუციის დაცვის გარანტი კი სახელმწიფოა.

"რაც შეეხება დამნაშავეთა დასჯას, სამართალდამცავებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის სამართალდარღვევი. პოლიცია და პროკურატურა კონკრეტული ადამიანის ვინაობაზე ამ შემთხვევაში ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან კანონი ყველასთვის ერთია, გადაწყვეტილება კი სასამართლომ უნდა მიიღოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

17 მაისს რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდა.