კახა კალაძე - გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩვენი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობაა

კახა კალაძე - გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩვენი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობაა

ალბათ ყველა ელოდებოდა, რომ ვანო მერაბიშვილს დააკავებდნენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში უცხო არფერი არ არის.

"ალბათ ყველა ელოდებოდა, რომ მერაბიშვილს დააკავებდნენ, რადგან იკვეთება ამ ადამიანის ბრალეულობა ორ ეპიზოდში", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ფაქტობრივად გამოძიება დასრულებულია და ალბათ მერაბიშვილს ამ საქმესთან დაკავშირებითაც წაუყენებენ ბრალს.

"გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩვენი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობაა და რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, აღარასოდეს განმეორდება", - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი იქნება.